რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
კანადელმა ქირურგებმა მხედველობის აღსადგენად უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს, სადაც კბილის თვალში იმპლანტაცია პირველად გამოიყენეს.
74 წლის პაციენტს ამოუღეს კბილი, გახვრიტეს, რათა ჩაედგათ პლასტმასის ლინზა და ლოყის შიდა მხარეს სამი თვით მიაკერეს, ქსოვილის დამხმარე ფენა რომ გაზრდილიყო. შემდეგ კი, თვალის გუგის წინა ნაწილში გადაუნერგეს ეს კბილი.
ოფთალმოლოგ გრეგ მოლონის თქმით, ეს მეთოდი ხელს უწყობს რქოვანის გამჭვირვალობის აღდგენას. კბილები გამოიყენება მათი მაღალი შეგუებადობის გამო, რადან სინთეტიკურ მასალებს, ორგანიზმი ხშირ შემთხვევაში ვერ ეგუება.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტი უკვე გამოჯანმრთელების გზაზეა.