რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

რომელ მხარეს სჯობს ძილი?

ადამიანების უმეტესობისთვის მარცხენა მხარეს ძილია კომფორტული. დამტკიცებულია, რომ ასეთ მდგომარეობაში ძილი, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს მჟავა რეფლუქსს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული, ღვიძლი და თირკმელები.

ეს პოზა გავლენას ახდენს ლიმფური სისტემის მუშაობაზე. ლიფა იღვრება გულმკერდის სადინარში, რომელიც მარცხენა მხარეს მდებარეობს. ეს ნიშნავს იმას, რომ სასარგებლო ნივთიერებები მასში ბევრად სწრაფად ხვდება. ასევე, უკეთ მუშაობს ელენთა, რადგან მასში სისხლის ნაკადი იზრდება.

ბავშვებისთვის, ორსული ქალებისთვისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის ასევე რეკომენდებულია გვერდზე ძილი. თუმცა, მხარის არჩევა ინდივიდუალურ კომფორტზეა დამოკიდებული. მომავალი დედებისთვის, უკეთესია მარცხენა მხარეს ძილი, რადგან ეს ნაყოფის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის უფრო კომფორტულია მარჯვენა მხარეს ძილი. ასეთ მდგომარეობაში, მჟავა რეფლუქსისა და გულძმარვის ალბათობა მცირდება. თუმცა, მნიშვნელოვანი უკუჩვენებებიც არსებობს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მუდმივად მარჯვენა მხარეს ძილმა, შეიძლება მოახდინოს ზეწოლა ღვიძლზე, რაც დისკომფორტს იწვევს და პოტენციურად გავლენას ახდენს ორგანოს მუშაობაზე. ასევე, უარყოფითად მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე.