ფრთხილად იყავით!!! საქართველოში ძალიან გახშირებულია შემთხვევები ე.წ. ფონდების საქმიანობისა, როდესაც საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ, მძიმედ დაავადებული და მომაკვდავი ბავშვების სამკურნალოდ შეგროვებულ თანხებს ითვისებენ. სინამდვილეში, ისინი მკვლელობას სჩადიან! რადგან მოტყუებული ოჯახები ძვირფას დროს კარგავენ და სიკვდილისთვის წირავენ საყვარელ ადამიანებს. აქ, ორი საშიში დანაშაულია ჩადენილი: თაღლითური გზით თანხის მითვისება და მკვლელობის მცდელობა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე არც აღიძვრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თაღლითობა საშიში დანაშაულია. მაგრამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი დეპარტამენტიც არ არსებობს, რომელიც ასეთ საქმეებს გამოიძიებს. ერთ–ერთი მსხვერპლი, ოთხი წლის გურამი აღმოჩნდა. ბავშვის საფრანგეთში გადაყვანის და ყველანაირი საბუთის მოწესრიგებაში დახმარების ნაცვლად, ერთ–ერთმა ასეთმა თაღლითმა ფონდმა ბავშვის ოჯახს ცამეტი ათასი ლარი მოტყუებით გამოართვა, რადგან ფონდში შეგროვებული თანხა, მათი თქმით, საკმარისი არ იყო. აეროპორტში მისულმა საბრალო დედამ კი, რომელსაც სნეული შვილი ეჭირა ხელში და იმედით ელოდებოდა საფრანგეთის რეისს, საბოლოო ჯამში შეიტყო, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი თაღლითების მიერ, რომლებიც ამოფარებული იყვნენ საქველმოქმედო ფონდის სახელს. მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვის გადასარჩენად, ბანკიდან სესხად გამოტანილი ცამეტი ათასი ლარი თაღლით ქალს გადასცა, ოჯახს ბავშვისთვის საკვების საყიდელი ფულიც კი აღარ დარჩა. ამასობაში, გურამიკოს მდგომარეობა დამძიმდა. ახლა, მისი გადარჩენა ბევრად უფრო რთული იქნება. ღვთისნიერო ადამიანებო, მოდით, თაღლითების გამო დაკარგული რწმენა აღვუდგინოთ საბრალო დედას. მოდით, გადავარჩინოთ გურამიკო!