სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
მეცნიერებმა აღადგინეს გარდაცვლილი კომპოზიტორის ტვინი და მან შეძლო ახალი მუსიკის შექმნა.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა თავიდან შექმნეს ამერიკელი კომპოზიტორის, ექსპერიმენტალური მუსიკის პიონერის ელვინ ლიუსიესი, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა – წერს The Guardian-ი. პატარა ორგანო ორი თეთრი ბურთივით გამოიყურება.
2020 წელს 89 წლის ლიუსიე დათანხმდა სისხლის ჩაბარებას პროექტისთვის Revivification. მისი ლეიკოციტები გადააპროგრამეს ღეროვან უჯრედებდე, რომლებიც ტვინის ორგანოებად აქციეს – ნეირონების გროვა, რომლებიც ადამიანის ტვინის იმიტაციას ახდენენ.
მინი-ტვინი შეუერთეს სისტემას, რომელიც გადააქცევდა ელექტრონულ აქტიურობას ბგერაში. ხმოვანი ინსტალაცია შედგება თითბერის 20 ფირფიტისგან, რომლებიც იწევიან კედლებიდან, როგორც თანამგზავნის ანტენები. ყოველი ფირფიტის უკან არის გარდამქმნელი და პატარა ჩაქუჩი, რომლებიც ნეირონების სიგნალებზე რეაგირებენ.
ამგვარად კომპოზიტორის აღდგენილი ტვინი წარმოქმნიეს მელოდიებს.
ლიუსიეს ორგანოები არამარტო ქმნიან ბგერას, არამედ მისი აღქმაც შეუძლიათ. მიკროფონები იჭერს გარშემო არსებულ ხმაურს, რომელიც ელექტრონულ სიგნალებში გარდაიქმნება და ისევ გადაეცემა მინი-ტვინს.