სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა გარდატეხა მოახდინეს და ოპერაციის გარეშე მხედველობის აღდგენის ხერხს მიაკვლიეს.
სამხრეთ კორეელმა მკვლევარებმა გადადგეს ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თვალის მკურნალობის მიმართ მიდგომა: მათ მიერ შემუშავებულია პრეპარატი, რომელიც იწვევს ბადურის ბუნებრივ აღდგენას ქირურგიული ჩარევისა და რთული პროცედურების გარეშე. ამას იუწყება Science Advances.
აღმოჩენის არსი – ცილასთან Prox1 ურთიერთქმებებაშია, რომელიც, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს თვალში ნეირონების რეგენერაციას აფერხებს. შემუშავებული პრეპარატი დროებით „თიშავს“ ამ ცილის აქტიურობას და ორგანიზმს აძლევს ასშუალებას დამოუკიდებლად აწარმოოს ბადურის ნერვული უჯრედების აღდგენის პროცესი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვალი იღებს სიგნალს თვითგანკურნებაზე : იწყება ახალი ნეირონების აქტიური ზრდა, რომლებსაც შეუძლიათ დააბრუნონ დაკარგული მხედველობა.
ნაშრომის ავტორები თვლიან, რომ მათ აღმოჩენას შეუძლია მთლიანად შეცვალოს მთელი რიგი მძიმე ოფთალმოლოგიური დაავადებების მკურნალობა – ოპერაციის, იმპლანტების და ხანგრძლივი მედიკამენტოზური კურსის გარეშე.