კვლევა: ზედმეტი მუშაობა ცვლის ტვინს და ჯანმრელობას ემუქრება.
მუდმივ ხანგრძლივ მუშაობას შეუძლია შეცვალოს ტვინის ფიზიკური სტრუქტურა, გვაფრთხილებენ სამხრეთ კორეელი მეცნიერები. როგორც The Times გვატყობინებს, კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც სამეცნიერო–პოპულარულმა გამოცემამ Naked Science-მა გამოაქვეყნა, ადამიანის ტვინი ეჩვევა გადატვირთვას, რასაც შეიძლება მოყვეს, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგები.
კვლევაში 110-მა მედიცინის მუშაკმა მიიღო მონაწილეობა. დადგინდა, რომ 32 მათგანს, ვინც კვირაში 52 საათზე მეტხანს მუშაობდა, ცვლილებები ტვინის იმ ნაწილში აღენიშნებოდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო სიფხიზლეზე და ეფექტურობაზე.
ერთ–ერთი ავტორის, პროფესორ ვანჟონგ ლის თქმით, ამ ცვლილებებს დროებითი უპირატესობა მოაქვს, მაგალითად ნეირონების გაუმჯობესების ფუნქციებზე, მსგავსად იმისა რაც ახალი უნარების ათვისების დროს ხდება. მაგრამ, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამას მოაქვს გუნება–განწყობისა და კოგნიტური უნარების გაუარესება.
მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცვლილებები ტვინის იმ ზონებში ხდება, რომელიც ქრონიკული სტრესის მიმართ არის განსაკუთრებულად მგრძნობიარე. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერ დატვითვას შეუძლია გამოიწვიოს არამხოლოდ დაღლილობა, არამედ ნეგატიური ფიზიოლოგიური შედეგებიც.
საინტერესოა, რომ ზედმეტი მუშაობისკენ გადახრილი კვლევის მონაწილეები უფრო ახალგაზრდები აღმოჩნდნენ, ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ უფრო განათლებულები იყვნენ სხვებთან შედარებით.
ბირმინჰემის უნივერსიტეტის პროფესონმა ფელიქს ჩანმა, რომელიც არ იღებდა კვლევაში მონაწილეობას, მიღებულ მონაცემებს მნიშვნელოვანი უწოდა და მოუწოდა გაეგრძელებინათ კვლევა სხვა პროფესიის წარმომადგენლების მონაწილეობით. მან ხაზი გაუსვა, რომ შედეგებმა დაადასტურა ზედმეტი მუშაობის მავნებლობა.
ადრეულმა ანალოგიურმა კვლევებმა უკვე აჩვენა კავშირი ხანგრძლივ მუშაობასა და ინსულტის და გულის იშემიურ დაავადებებს შორის.