როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი მედიცინას და ამცირებს შეცდომების რისკს
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო აქტიურად ინერგება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არსებითად ამცირებს ექიმების შეცდომების რაოდენობას და აჩქარებს დიაგნოსტირებას და მკურნალობას. ძირითადი მიმართულებები სადაც ხელოვნური ინტელექტი უკვე პაციენტების სასარგებლოდ მუშაობს:
ხელოვნური ინტელექტი ახალი წამლების და ცილების შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, რასაც, ადრე, ათეულობით წელი სჭირდებოდა -ახლა ამის გაკეთება საათებსა და ზოგჯერ წუთებში შეიძლება.
ავადმყოფობის ისტორიის შევსება, რეცეპტების გამოწერა და სპეციალისტებთან მიმართვას ახლა ნაკლები დრო სჭირდება, ესე იგი , ექიმს მეტი რესურსი და დრო რჩება პაციენტებთან ურთიერთობისთვის და რთული კლინიკური შემთხვევებისთვის.
ეს რას ნიშნავს პაციენტებისთვის?
მატულობს დიაგნისტირების სიზუსტე და შედეგების მიღება, იკლებს ადამიანის შეცდომების რისკი. ექიმები იღებენ გადაწყვეტილების მხარდაჭერის მძლავრ ინსტრუმენტებს, პაციენტები კი – უფრო უსაფრთხო და ეფეტქტურ სამედიცინო დახმარებას.