იოგა 105 წლის ასაკში: ჯანმრთელობის საიდუმლო ბრიტანელი მხცოვანისგან
ბევრი ადამიანის ოცნებაა, აღნიშნოს 100 წლის იუბილე ჯანმრთელმა. მაგრამ, ბრიტანელმა დეიზი ტეილორმა უკვე გადააბიჯა ამ ზღვარს: ის უკვე 105 წლისაა და ძველებურად დაკავებულია იოგით, რჩება მხნედ და ხალისიანად გვიზიარებს თავისი დღეგრძელობის საიდუმლოებებს.
„მე მომწონს დიდხანს სიცოცხლე, ყოველ დღეს ხომ რაღაც კარგი მოაქვს“ – ამბობს დეიზი.
მისთვის მთავარია – შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა და ადამიანებთან ურთიერთობა.
საინტერესოა ის, რომ დღეგრძელობა ტეილორს სისხლში აქვს: მისი და უკვე 103 წლისაა, ისინი ერთად ცხოვრობენ მოხუცებულთა სახლში. და დანარჩენმა ხუთმა და-ძმამ 90 წლამდე იცოცხლეს.
თქვითონ დეიზი თვლის, რომ მისი ჯანმრთელობა – უბრალო, მაგრამ ზუსტი ჩვევების შედეგია: ზომიერება, მოძრაობა და სულიერი სიმშვიდე. იოგა მისთვის – უბრალოდ ვარჯიში არაა. ასაკის მიუხედავად, ის მისთვის არის საკუთარ თავთან ჰარმონიაში დარჩენის საშუალება.