მეცნიერებმა პირველად „ამოკვეთეს“ აივ-ი ადამიანის უჯრედებიდან

მეცნიერებმა პირველად „ამოკვეთეს“ აივ-ი ადამიანის უჯრედებიდან

პირველად ისტორიაში მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR ტექნოლოგია იმისთვის, რომ ფრთხილად და ზუსტად ამოეკვეთათ აივ-ი ადამიანის იმუნური უჯრედებიდან – და ვირუსი ნამდვილად გაქრა. ეს უბრალოდ ვირუსის ჩახშობა არ გახლავთ, ეს არის აივ-ის გენეტიკური კოდის სრული ამოღება ტ-უჯრედებიდან – ჩვენი იმუნური სისტემის მართვის მთავარი ცენტრიდან. და რაც მთავარია: რედაქტირებული უჯრედები არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ მეორედ დაინფიცირების მიმართ.

ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოიყენეს CRISPR-Cas ტექნოლოგია, დაინფიცირებული უჯრედებიდან აივ-ის ყველანაირი კვალის გასაქრობად.  

მათ გამოიყენეს მიმართული რნმ(gRNA), სამიზნე ვირუსული გენომის კონსერვატულ მონაკვეთებზე, რამაც მისცათ 

საშუალება ეფექტურად ამოეკვეთათ ვირუსული დნმ. ეს კვლევა ახდენს CRISPR პოტენციალის დემონსტრაციას აივ-თან ბრძოლაში, მაგრამ საუბარი ჯერ მხოლოდ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე მიმდინარეობს.