მეცნიერებმა პირველად დაბეჭდეს ადამიანის რქოვანა 3D-პრინტერზე, ღეროვანი უჯრედების ბიომელნის გამოყენებით
პირველად მსოფლიოში, მკვლევრებმა ნიუკასლის უნივერსიტეტიდან წარმატებით დაბეჭდეს ადამიანის რქოვანა 3D-პრინტერზე, სპეციალურად შექმნილი ბიომელნის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ღეროვან უჯრედებს – ალგინატსა და კოლაგენს.
პროცესს 10 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება და შეიძლება ინდივიდუალურად ადაპტირებული იქნეს ყველა პაციენტისთვის. თვალების სკანირების დახმარებით – პოტენციურად, ამას შეუძლია მილიონობით ადამიანს დაუბრუნოს მხედველობა.
ეს ინოვაცია წყვეტს მსოფლიო დონის მწვავე პრობლემას: 10 მილიონ ადამიანს, რომელსაც სიბრმავის თავიდან ასაცილებლად რქოვანაზე ოპერაცია სჭირდება და თითქმის 5 მილიონი ადამიანი, რომელმაც უკვე დაკარგა მხედველობა რქოვანის დაზიანების გამო, რაც გამოწვეულია ისეთი დაავადებებით, როგორიც არის ტრაქომა.
ხელმისაწვდომი 3D-პრინტერის გამოყენებით, მეცნიერებმა შეინარჩუნეს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა და რქოვანას ზუსტი სტრუქტურა.
ადამიანებზე კლინიკურ გამოყენებამდე, წინ ჯერ კიდევ ტესტირების მრავალი წელია, თუმცა ექსპერტები ამას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ დონორული რქოვანას გლობალური დეფიციტის გადასაჭრელად.
„ამ მეთოდს შეუძლია გაუმკლავდეს მსოფლიო დონის დეფიციტს“, – ამბობს წამყვანი მკვლევარი, პროფესორი ჩე კონნონი. მანამდე კი, ორგანოების დონორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაჭირვებულებისთვის.