მკურნალობას საჭიროებისთვის განკუთვნილი პროგრამა - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

მკურნალობას საჭიროებისთვის განკუთვნილი პროგრამა

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა გავაერთიანოთ მათ დასახმარებლად, ვინც საშინელ დაავადებებს ებრძვის, მაგრამ საკუთარი ძალებით უბრალოდ ვერ უმკლავდებიან.

პროგრამის პრინციპები

  • საბუთების საფუძვლიანი შემოწმება სპეციალისტების მიერ
  • შემოწირულობის გამჭვირვალობა და ღიაობა (თითოეულ თეთრს აკონტროლებს საერთაშორისო აუდიტი Ernst & Young)
  • ანგარიში გაწეული დახმარების შესახებ

დაგვიკავშირდით

ჩვენ მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენგან შეტყობინება!
თუ გვერდზე კითხვა-პასუხი თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მოიძიეთ,
გთხოვთ, ისარგებლეთ ქვემოთ მოცემული ფორმით.

ავადმყოფი ბავშვებისა და მოზრდილების ისტორია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ

ყველა პროექტის ნახვა

ავადმყოფი ბავშვებისა და მოზრდილების ისტორიების ანგარიშები

ტატანაშვილების ოჯახის მადლიერება
არ ვამეტებ, ფაქტობრივად, მკვდარი შვილი გამიცოცხლეთ, ჩემო ექიმებო, ჩვენო გულშემატკივრებო, კეთილო ადამიანებო... თქვენი დამსახურებაა, რომ ახლა მე ძაძები არ მაცვია და ჩემი შვილის საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის კვლავ განვაგრძობ ბრძოლას“ - თვალცრემლიანი ამბობს საავადმყოფოდან მომავალი იზა - გიორგის დედა.
შენგელიების ოჯახის მადლიერება
„თქვენ როდესმე გინახავთ ასეთი უშველებელი ტელევიზორი? ხელებს ვერ შემოაწვდენ! და ყველაზე საინტერესო მულტფილმებს აჩვენებს! ისეთს კი არა, როგორც ჩვეულებრივ ტელევიზორში, ლამაზს და მხიარულს!“
ენგოიანის ოჯახის მადლიერება
თქვენ ჩემს შვილს ბედნიერება აჩუქეთ, და ეს ფასდაუდებელია! ბევრად უფრო აქტიური გახდა, სულ კარგ ხასიათზეა, და ეს მხოლოდ თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის დამსახურებაა!“
იარაჯულების ოჯახის მადლიერება
„როცა შვილმა დედა პირველად დამიძახა, ტირილი ამივარდა! ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო! ერთად ვტიროდით ბედნიერებისგან, ორივე! ეს ისეთი ამაღელვებელი იყო! და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა“
ბახტურიძეების ოჯახის მადლიერება
მართალია, მჯერა, რომ სასწაულები არსებობს, და თქვენი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში ამის მტკიცებულებაა. გამოჯანმრთელებას არ ველი, მაგრამ მაინც მჯერა, რომ უფალი დამეხმარება... უბრალოდ ახლა, ისე ძალიან აღარ მეშინია. თქვენ ხომ იზრუნებთ ჩემს შვილებზე, ასეა?
მამულაშვილების ოჯახის მადლიერება
თქვენ დღესასწაული გვაჩუქეთ! ასეთ მომენტებში, იჯერებ, რომ სასწაულები არსებობს! თქვენი დამსახურებით ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ის რაც შეგვემთხვა, ნამდვილი სასწაულია. და არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ!
ნაზარაშვილების ოჯახის მადლიერება
გულისხმიერი ადამიანების დამსახურებით, ჩვენს ოჯახში მოვიდა დღესასწაული. პატარა ნინი, ახლა დარწმუნებულია, რომ ყოველთვის გვექნება ყველაფერი, რასაც ვისურვებთ. ეს რწმენა და სიხარული, თქვენ აჩუქეთ, მეგობრებო.
თამაზაშვილების ოჯახის მადლიერება
„გახსოვთ, ჩემი შვილები რომ კითხულობდნენ, რატომ არ მოდის ჩვენთან თოვლის ბაბუა? ახლა მათ სჯერათ, რომ სწორედ ის გვგზავნის საჩუქრებს კეთილი ქართველების ხელით! ჩემს პატარებს კვლავ სჯერათ სასწაულების!“
ელბაქიძეების ოჯახის მადლიერება
„პირველად დაიძინეს დივანზე, და არა იატაკზე. ტელევიზორიც გვაქვს. ყველა ოცნება აგვიხდება. ლიზი კი ცნობილი ექიმი გახდება და უამრავ ადამიანს განკურნავსф, ალბათ ასევე მათ, ვინც ასეთ მძიმე დროს შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინა.“
ჭაბუკიანების ოჯახის მადლიერება
„დაუჯერებელია, რომ ბავშვებს რამდენიმე თვის წინ, სახლში პურის ნამცეციც კი არ ჰქონდათ, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ პროდუქტი მხოლოდ მაღაზიაში ჰქონდათ ნანახი! ახლა კი მათ ახალი მაცივარი აქვთ, რომელიც გადატენილია გემრიელობებით!“
ლანა მაზიაშვილის მადლიერება
„მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა, თითქოს ხელახლა დავიბადე. თუკი ადრე ვერც მამჩნევდნენ და არც ესმოდათ ჩემი, ახლა, ყველაფერი შეიცვალა! სამსახურიც კი შემომთავაზეს! დაუჯერებთ? თავი სიზმარში მგონია! ამას როგორ ახერხებთ? წარმოუდგენელია.“
გაბიდაურების ოჯახის მადლიერება
„ნუთუ ეს შესაძლებელია? ნუთუ ჩვენც ვიმსახურებთ სიყვარულსა და მზრუნველობას? იმედგაცრუებისა და წყენის მრავალი წლის მანძილზე, მე და ჩემმა შვილებმა პირველად ვიგრძენით, რომ ვიღაცას ვჭირდებით... ის რაც სისხლით ნათესავებისგან არ მიმიღია, სრულიად უცხო ადამიანებმა მომცეს!“
გიორგაძეების ოჯახის მადლიერება
„მამა ფეხბურთზე წავიდა, იქ ჩვენი გუნდი თამაშობდა, გორის „დილა“. მე კი ამ თამაშს ჩემს ახალ პლანშეტში ვუყურე, რომელიც თქვენ მაჩუქეთ. მამიკო რომ დაბრუნდა, ყველაფერი მოვუყევი, რა და როგორ იყო. არ ელოდა. იცით, რა მაგარი იყო!“
ერაძეების ოჯახის მადლიერება
ადრე საერთოდ არაფერი გვქონდა, მხოლოდ ტირილი და სიკვდილი გვინდოდა, ახლა კი სურვილი გაგვიჩნდა დედაქალაქში ჩამოსვლისა და სილამაზის სალონში მისვლის!
ბერიძეების ოჯახის მადლიერება
ადრე მოწყენილი ვიყავი, ახლა კი მაქვს მხიარულების მიზეზი! შეხედე, რამდენი ახალი რაღაც გვაჩუქეს! ტელევიზორიც, დედიკოსთვის სარეცხი მანქანაც, ქურაც, კომოდიც! ჩვენ კი ყველაზე მეტად, „ტარაკნებიანი“ ტელევიზორი მოგვწონს!
მამულაძეების ოჯახის მადლიერება
კანფეტების წვიმა!!! აი, რას შეუძლია გაახაროს ყველაზე უბედური ბავშვიც კი! და ოთხ პატარას სწორედ ეს ვაჩუქეთ

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help