ქუთაისის მერის და მერიის თანამშრომლების ქველმოქმედება სიღარიბის წინააღმდეგ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქუთაისის მერის და მერიის თანამშრომლების ქველმოქმედება სიღარიბის წინააღმდეგ image

ქუთაისის მერის და მერიის თანამშრომლების ქველმოქმედება სიღარიბის წინააღმდეგ

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში
სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს.
ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახში პროდუქტი და ტანსაცმელი მიიტანეს.
„მერიის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ტანსაცმელი შეაგროვეს. აქციაში ქართულ-გერმანული ცენტრიც ჩაერთო, რომელთაც პროდუქტი გადმოგვცეს. ანალოგიური სახის აქციებს ჩვენ მომავალშიც განვახორციელებთ, რადგან ადამიანების დახმარება და გვერდით დგომა ჩვენი ვალდებულებაა,“-აცხადებს ქუთაისის მერი.

რეკომენდებული პროექტები: