პარკ დე პრენსზე 14 თებერვალს გამართული საფეხბურთო მატჩი მასპინძელ ”პარი სენ-ჟერმენსა” და ”კანს” შორის სპორცმენების უმრავლესობისთვის ერთ-ერთი რიგითი სამუშაო დღე გახლდათ, ზლატან იბრაგიმოვიჩისთვის კი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული თამაში.
იბრაგიმოვიჩმა, ამ დღესთან დაკავშირებით, სხეულზე 50 ახალი ტატუ გაიკეთა. მან იმ ადამიანების სახელები დაიწერა, რომელთაც არასდროს შეხვედრია, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა მათ მისი სიახლოვე და თანადგომა ეგრძნოთ. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ 805 მილიონი ადამიანიანიდან, რომლებიც მთელს მსოფლიოში შიმშილით იტანჯებიან.
„რომ შემეძლოს, ყოველი მათგანის სახელს დავიწერდი სხეულზე. მსოფლიოში 805 მილიონი ადამიანია, რომელიც საკვების უკმარისობით იტანჯება. ბევრი მათგანი - ბავშვია. ჩემი სახელის გაგონებისას, თქვენ მათზე იფიქრებთ. როდესაც დამინახავთ, თქვენ მათზე იფიქრებთ“, – განაცხადა ზლატან იბრაგიმოვიჩმა.
ეს ადამიანები არ ხვდებიან მსოფლიო მასმედიის პირველ გვერდებზე... თუმცა, შიმშილი ნომერ პირველი რისკია ჯანმრთელობისთვის, გაცილებით უფრო დიდი ვიდრე ტუბერკულოზი, მალარია და შიდსი ერთად აღებული.
აღნიშნულ კამპანიას World Food Programme-ი, მსოფლიოს შიმშილის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული ორგანიზაცია ატარებს.
მსოფლიო დონის საფეხბურთო ვარსკვლავის, ზლატან იბრაგიმოვიჩის აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობა, პლანეტის მოსახლეობის ამ პრობლემისადმი ყურადღების გამახვილებას ემსახურება.