მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი კახეთში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი კახეთში image

მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი კახეთში

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში
მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 3 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართა.

2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდა იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან 600-ზე მეტი უცხოელი 35 სხვადასხვა ქვეყნიდან.  რეგისტრაცია მიმდინარეობდა 26 აპრილის ჩათვლით, მაგრამ ლიმიტის ამოწურვის გამო რბენამდე 12 დღით ადრე შეწყდა. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენდა.

მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდა 2 გამარჯვებული. მათ შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

რეკომენდებული პროექტები: