პრინცი უილიამი ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პრინცი უილიამი ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს image

პრინცი უილიამი ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში

კემბრიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი საჯარო სამსახურში აღებულ ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს.

CNBC-ის ინფორმაციით, პრინცმა უილიამმა სასწრაფო დახმარების სამსახურში East Anglian Air Ambulance-ის პილოტად დაიწყო მუშაობა. მისი ყოველწლიური ხელფასი კი 62 ათასი დოლარია, რომელსაც პრინცი ქველმოქმედებისთვის გაიღებს.

ახალ თანამდებობაზე კემბრიჯის ჰერცოგი დღეში 9,5 საათი, კვირაში ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს. ბრიტანული მედიის ცნობით, მისი პირველი სამუშაო დღე საკმაოდ მძიმე გამოდგა, რადგან მას დილითვე მოუწია მოტოციკლის ავარიის გამოძახებაზე წასვლა.

რეკომენდებული პროექტები: