რომის პაპმა დაბადების დღე სამ უსახლკაროსა და ძაღლთან აღნიშნა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რომის პაპმა დაბადების დღე სამ უსახლკაროსა და ძაღლთან აღნიშნა image

რომის პაპმა დაბადების დღე სამ უსახლკაროსა და ძაღლთან აღნიშნა

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში

რომის პაპმა ფრანცისკმა თავისი 77 წლის იუბილის აღნიშვნაზე მოიწვია უსახლკაროები, რომელთაც საუზმით გაუმასპინძლდა, _ წერდა სამშაბათს LaRepubblica.

როგორც იტყობინებიან, წმინდა პეტრეს რაიონში მცხოვრები სამი უსახლკარო წარუდგინა ფრანცისკს პაპის მოწყალების სამსახურის მეთაურმა კონრად კრაევსკიმ. უსახლკაროებმა მონაწილეობა მიიღეს პონტიფიკის დაბადების დღის მოკრძალებულ ზეიმზე, რომელიც დაიწყო ლოცვითა და საუზმით სანტა-მარტას რეზიდენციის (სადაც ამჟამად ცხოვრობს რომის პაპი) თანამშრომლებთან ერთად.

ფრანცისკის უჩვეულო სტუმრებს შორის აღმოჩნდა ასევე ერთ-ერთი უსახლკაროს ძაღლიც, რომელიც მან წარუდგინა რომის პაპს.

ტრადიციისამებრ, პონტიფიკის დაბადების დღე არ აღინიშნება ვატიკანში. ზეიმს თავი აარიდეს ამჯერადაც და სამშაბათი სამუშაო დღედ გამოაცხადეს. თუმცა, ფრანცისკი დღეს მილოცვებს იღებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. ერთ-ერთი უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა რომის პაპს ვატიკანის ტელევიზიამ, რომელმაც მოამზადა 45-წამიანი ვიდეორგოლი პანტიფიკ ფრანცისკის პირველი ცხრა თვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ.


რეკომენდებული პროექტები: