ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოზარდმა დააპურა ღარიბები 600 ფუნტის ღირებულების საკვებით და დახარჯა მასზე 4 პენსი

ქველმოქმედება მსოფლიოში
წლის წინ

თექვსმეტი წლის ინგლისელმა მოზარდმა, ჯორდან კოქსმა (JordanCox) ბრენტვუდიდან, გამოიჩინა საზრიანობა, რათა შობის წინ უსახლკაროები დაეპურებინა.

მან მოაგროვა ინტერნეტში სხვადასხვა ფასდაკლების კუპონი საკვებზე, გადაიხადა მხოლოდ ოთხი პენსი, შეაგროვა პროდუქტები, რომელთა ღირებულება თითქმის 600 ფუნტი იყო. ჯორდანმა აავსო სამი ურიკა ნამცხვრით, წვენებით, ათქვეფილი ნაღებით, შებოლილი წიწიკებით და სხვა საახალწლო  ხორაგით, რათა წინასაშობაოდ გაეხარებინა ღარიბები.

მე გადავწყვიტე, რომ მინდა დავეხმარო სულ უფრო მეტ ადამიანს და ვაჩვენო ხალხს, რომ ამის გაკეთება ძალზე მარტივადაა შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა იცი, როგორ“, - განაცხადა მოზარდმა.

მოლარე ძალიან აღელდა და გამოიძახა ადმინისტრატორი, რადგან ადრე არასდროს ენახა ამდენი ფასდაკლების კუპონი. ჭაბუკის გარშემო შეიკრიბა უსაქმურების ჯგუფი, რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია. ის თვითონაც გაოცებული დარჩა, როცა გაირკვა, რომ საერთო ფასდაკლება შეადგენდა 99,9 %-ს.

მაღაზიიდან ჯორდანი გაემგზავრა უახლოესი ტაძრის კარიბჭესთან, სადაც საკვები დაურიგა გაჭირვებულებს.

თავად ჯორდანმა კუპონების გამოყენება დაიწყო მაშინ, როცა მისი მშობლები გაიყარნენ და დედამისს ოჯახის სიმძიმე დააწვა მხრებზე. კუპონების წყალობით მან ყოველკვირეული ხარჯები 60-დან 10 ფუნტ სტერლინგამდე შეამცირა. დედამისი დები კოქსი (DebbieCox) ამაყობს შვილით და უხარია, რომ მისმა ვაჟმა გამჭრიახობა მიმართა კეთილ საქმეზე - გვატყობინებს DailyMirror.


რეკომენდებული პროექტები: