ინტერნეტ–მომხმარებლებმა უსახლკაროსთვის 34 ათას დოლარზე მეტი შეაგროვეს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ინტერნეტ–მომხმარებლებმა უსახლკაროსთვის 34 ათას დოლარზე მეტი შეაგროვეს image

ინტერნეტ–მომხმარებლებმა უსახლკაროსთვის 34 ათას დოლარზე მეტი შეაგროვეს

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში

თავიდან უსახლკარო ერიკისთვის დახმარების აღმოჩენა პრანკერმა (სატელეფონო ხულიგანმა) გადაწყვიტა. პრანკერმა მას ფულის სანაცვლოდ ლატარეის ბილეთი შესთავაზა. პრანკერმა უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, ხოლო ლატარეის ბილეთი შესაძლოა მომგებიანი ყოფილიყო. ისინი გაემართნენ მეზობლად მდებარე მაღაზიაში იმისათვის, რომ გაერკვიათ ბილეთის მომგებიანობის ამბავი. მომხდარი ვიდეოზე იქნა გადაღებული.

სინამდვილეში, ბილეთი არ იყო მომგებიანი, მაგრამ მაღაზიის მეპატრონემ, რომელმაც მათ მოლარედ მოაჩვენა თავი, უსახლკაროს ათასი დოლარი გადაუხადა. ერიკს დიდ ხანს არ სჯეროდა მომხდარის, მაგრამ ფულის მიღების შემდეგ შეეცადა თანხა თავის კეთილისმსურველისთვის გაეყო და ატირდა.

მას შემდეგ, რაც გულისამაჩუყებელი ვიდეორგოლი ინტერნეტში გამოქვეყნდა, პრანკერმა შექმნა ანგარიში, სადაც სთავაზობდა ყველას დახმარება აღმოეჩინათ უსახლკაროსთვის მცირე ფულადი თანხის გადარიცხვით. ის გეგმავდა 20 ათასი დოლარის შეგროვებას ერიკის ცხოვრების სამუდამოდ შესაცვლელად. დახმარების სავარაუდო თანხა მოცემული მომენტისთვის 34 ათას დოლარს შეადგენს.

მოგვიანებით, ფილანტროპი ნიკით MagicofRahat მოუყვა ჟურნალისტებს, რომ ლატარეის ბილეთის შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე კვირით უსახლკარო სასტუმროში შეასახლა და სადილზე დაპატიჟა.


რეკომენდებული პროექტები: