არნოლდ შვარცნეგერი გადათელავს პიანინოს საქველმოქმედო აქციის მონაწილეებთან ერთად - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არნოლდ შვარცნეგერი გადათელავს პიანინოს საქველმოქმედო აქციის მონაწილეებთან ერთად image

არნოლდ შვარცნეგერი გადათელავს პიანინოს საქველმოქმედო აქციის მონაწილეებთან ერთად

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში

საქველმოქმედო სერვის Omaze-მ  ორი აქციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. გამარჯვებულები პირადად შეხვდებიან არნოლდ შვარცნეგერს. თითოეულ მონაწილეს, რომელიც გაიღებს შემოწირულობას 10 დოლარს და მეტს საშუალება ექნება, სტანდარტული პრიზების გარდა, მთელი დღე ვარსკლავთან ერთად გაატაროს.

შემთხვევით ამორჩეულ გამარჯვებულს ექნება შესაძლებლობა გაისეირნოს ნამდვილი ტანკით კინოვარსკლავთან ერთად და გასრისოს ნებისმიერი საგანი, რომელსაც აირჩევს: ბუშტულებიანი ფირი, ავტომობილი, პიანინო, ტორტები, დივანი ან DVD. ასევე გამარჯვებულს ექნება შესაძლებლობა ივარჯიშოს სპორტ დარბაზში ან მოწიოს სიგარა ლეგენდარულ შვარცნეგერთან ერთად. გამარჯვებულს შეუძლია კიდევ ერთი ადამიანის თანხლება, ავიაბილეთის ხარჯებს და სასტუმროს ლოს ანჯელესში მთლიანად კონკურსის ორგანიზატორები აუნაზღაურებენ.

მეორე კონკურსის გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება ვარსკლავთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კულინარული ტელეშოუს "EpicMealTime"-ის გადაღებაში. შემოსავალი მთლიანად ქველმოქმედებაზე იქნება დახარჯული. 


რეკომენდებული პროექტები: