საქველმოქმედო აქცია „პატარებო, თქვენთან ვართ“ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო აქცია „პატარებო, თქვენთან ვართ“ image

საქველმოქმედო აქცია „პატარებო, თქვენთან ვართ“

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

საერთაშორისო ქართულ-ფრანგულმა ასოციაციამ GFA საქველმოქმედო კონცერტი გამართა. აქცია ქალაქ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დასახმარებლად გაიმართა და მისი სახელწოდება იყო „პატარებო, თქვენთანვართ“. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მუსიკოსები, მხატვრები, მოცეკვავეები, გაიმართება მხატვრული ნამუშევრების აუქციონი. აქციაზე იმღერეს ინგა ბერაძემ და მისმა შვილმა, გიგი გეგელაშვილმა, ბოკა კვეკვესკირმა, გიორგი ცხვარიაშვილმა, გიორგი აბულაძემ, ანსამბლმა „კანუდოსი“... საღამოს წამყვანი და ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ მსახიობი, ნატა გულიაშვილი.

აქციაზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს. ღონისძიება ჩატარდა რესტორან „შუმერულში“.

გთხოვთ პატარების დასახმარებლად დარეკოთ ნომერზე: 09 01 700 120

საბანკო ანგარიშის ნომერი GE31PC0533600100001981

რეკომენდებული პროექტები: