ნინო ქათამაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნინო ქათამაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართა image

ნინო ქათამაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
ნინო ქათამაძემ საქველმოქმედო კონცერტი - "ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს" გამართა. საქველმოქმედო გალა კონცერტი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "უჩინარი ბავშვებისთვის" ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს ნინო ქათამაძემ და ჯგუფ "ინსაითმა", ნიკოლოზ რაჭველმა, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრმა და "ჯორჯიან ბრასმა".

შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში "პირველი ნაბიჯი საქართველო", რომელიც ნინო ქადაგიძე-ჟვანიას მიერაა დაფუძნებული და უკვე 15 წელიწადზე მეტია ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა გადარჩენას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

კონცერტი მიეძღვნა "შინმოვლის" პროგრამას, რომელსაც "პირველი ნაბიჯი საქართველო" ახორციელებს და ამ პროგრამის ფარგლებში ემსახურება 60 ბენეფიციარს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

"პროგრამა "შინმოვლა" ემსახურება მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს. დაარსების დღიდან მოყოლებული ჩვენ 114 ბენეფიციარს მოვემსახურეთ. აქედან 21 ბავშვი ჩვენი სპეციალისტების დაუღალავი და ეფექტური შრომის შედეგად უკვე სწავლობს საჯარო სკოლაში, დღის ცენტრსა და საბავშვო ბაღში. ამ ბავშვებს ხშირად "უჩინარბავშვებს" ვეძახით, რადგან ისინი ძირითადად საზოგადოებისაგან იზოლირებულად ცხოვრობენ და სახლებიდან ვერ გამოდიან. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ბავშვები დედისამარა არიან დარჩენილი და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ხშირად ისინი საზოგადოებისაგან უარყოფილნი არიან" - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველოს" წარმომადგენელმა.

რეკომენდებული პროექტები: