“თელასის” მხარდაჭერით მოზარდთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

“თელასის” მხარდაჭერით მოზარდთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო image

“თელასის” მხარდაჭერით მოზარდთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

“თელასი”სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს.

პროექტის ფარგლებში სს „თელასის“ დაფინანსებით სახელოსნოების მოსწავლეთა ნაკეთობების ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ფერადი ლითონებისგან დამზადებული სამკაულები, ხის ნაკეთობები, სამკერვალო ნაწარმი, გობელენები და თექისგან დამზადებული ნივთები.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა სს „თელასმა“ 2010 წლის თებერვლიდან დაიწყო. სამი წლის მანძილზე „თელასის“ დახმარებით მოეწყო და სათანადოდ აღიჭურვა 5 ახალი სახელოსნო - ხის და ლითონის დამუშავების ტექნოლოგიების, კერვის და სახვითი ხელოვნების შესასწავლად.

სახელოსნოების და სახელობო პროფილების რიცხვის გასაზრდელად სს „თელასის“ დაფინანსებით ფონდმა „ლაზარე“ 2013 წლის ბოლოს ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს როგორც უკვე არსებული სახელოსნოების მხარდაჭერას, ასევე ახალი სასწავლო სახელოსნოების მოწყობას საჯარო სკოლების ბაზაზე. 2014 წელს სამი ახალი პროფილის სახელოსნო გაიხსნა: ქარგვის, ფარდაგის ქსოვის, თექის და დეკორატიული ხელოვნების შესასწავლად.

ამ სპეციალობებთან ერთად პროექტი ითვალისწინებს მოზარდებისთვის ქართული-ხალხური სიმღერებისა და საგალობლების სწავლებას.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც კომპანია „თელასი“ მხარს უჭერს ამ პროექტს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მოზარდებს დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას და ხელობას. სამომავლოდ ეს მათ დაეხმარება თვითრეალიზებაში“, - განაცხადა სს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

რეკომენდებული პროექტები: