საქართველოს ბანკმა მოახდინა სერვისცენტრების ადაპტაცია - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქართველოს ბანკმა მოახდინა სერვისცენტრების ადაპტაცია image

საქართველოს ბანკმა მოახდინა სერვისცენტრების ადაპტაცია

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

საქართველოს ბანკმა განაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბანკის სერვისცენტრების ადაპტაციის შესახებ. ადაპტაციის ფარგლებში განხორციელდა სერვისცენტრის შესასვლელის აღჭურვა პანდუსითა და ელექტროკარით. შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის, საქართველოს ბანკის ადაპტირებულ სერვისცენტრებს, ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხის“ ნიშანი მიენიჭა.

საქართველოს ბანკმა ასევე შეცვალა საბანკო პროცედურები უსინათლოთათვის და ამის შედეგად, მათი მომსახურება მოხდება ბანკის სტანდარტული პროცედურების დაცვით, ყველა სხვა მომხმარებლის მომსახურების იდენტურად. უსინათლო მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მესამე პირს სთხოვოს ტექსტის წაკითხვა. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერის შესასრულებლად გამოიყენოს უსინათლოთათვის განკუთვნლი ბეჭედი (ფაქსიმილია).

მიმდინარე წელს, საქართველოს ბანკმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2,3 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც 180,000 ლარი შშმ პირთათვის 13 საკვანძო სერვისცენტრის ადაპტაციას ხმარდება.

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკი 100–მდე სერვისცენტრის ადაპტაციას მოახდენს.

მოკლე ინფორმაცია „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან.

რეკომენდებული პროექტები: