დედა, რომელმაც ორი შვილი დაკარგა, მესამის გადასარჩენად იბრძვის - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა, რომელმაც ორი შვილი დაკარგა, მესამის გადასარჩენად იბრძვის image

დედა, რომელმაც ორი შვილი დაკარგა, მესამის გადასარჩენად იბრძვის

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

დედა, რომელმაც ორი შვილი დაკარგა, მესამის გადასარჩენად იბრძვის და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.

ია კოხრეიძეს ორი შვილი დაუდგენელი დაავადებით გარდაეცვალა. მესამე შვილი, გიორგი, ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, მისი გადარჩენის შანსები არსებობს. გარდაცვლილი ბავშვების ძმის, 11 წლის გიორგი ჯიშკარიანის სიმპტომები: უჭირს სიარული, აქვს მხედველობის პრობლემა, თან დაერთო კარდიოლოგიური პრობლემები, კვირაში სამჯერ გადასხმა სჭირდება, საკვების მიღებისას ღებინება ეწყება.
11 წლის გიორგი სიცოცხლით სავსე ბიჭია და ყოველდღიურად იბრძვის ამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კომა, რომელიც მის ერთ-ერთ ძმას სიკვდილის წინ განუვითარდა, გიორგიმ იაშვილის კლინიკაში გადაიტანა და სრულიად ღონემიხდილი იყო. მაშინ გიორგი, ბევრი კეთილი ადამინის დახმარებით, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან და გერმანიაში გაგზავნეს (2013წ), სადაც ურთულესი გამოკვლევები ჩაუტარდა, თუმცა, ვერც გერმანელმა ექიმებმა შესძლეს ზუსტი დიაგნოზის დასმა. ერთადერთი, რაც გერმანულ კლინიკაში დადგინდა, არის ის, რომ გიორგის ორგანიზმი, ფაქტობრივად, არ შეიცავს ვიტამინ „D”-ს.

გიორგის გერმანულ კლინიკაში გამოკლვლევები და მკურნალობა შეწყდა - უსახსრობის გამო. გიორგი ამჟამად არის ძალიან მძიმედ და მას გერმანიაში ხელახლა გამგზავრება სჭირდება.

გიორგი ჯიშკარიანს 30 000 ევრო აქვს კლინიკის ანგარიშზე, მაგრამ ვერ მიდის გერმანიაში, რადგან გამგზავრების და იქ გამოკვლებებისას საცხოვრებელი ხარჯები 10 000 ევროს აღწევს. გამგზავრებისათვის, პირველ ეტაპზე 5 000 საკმარისია. ასევე აუცილებელია მისი მამის გამგზავრება კვლევებისათვის, რომ გიორგის საბოლოო დიაგნოზი დაუდგინონ. ბავშვის მდგომარეობა უარესდება და თუ ის კიდევ უფრო დამძიმდა, გადაყვანის ხარჯები მინიმუმ 20 000 ევროთი გაიზრდება. ოჯახი თხოვს ყველას, შეძლებისდაგვარად გაიღოს თანხა გიორგის გადასარჩენად.

ჯიშკარიანების ოჯახის ტრაგედია იწყება 2003 წლიდან:

2003 წელი, გოგა ჯიშკარიანი 6 წლის. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა. გარდაიცვალა.

2013 წლის 6 მარტი, თენგო ჯიშკარიანი 11 წლის. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა. გარდაიცვალა.

გიორგი ჯიშკარიანი 11 წლის. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა. ცოცხალია!გიორგის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახმა სახლი იპოთეკით დატვირთა და თანხის გადაუხდელობის გამო აუქციონზე გაუყიდეს. ოჯახის წევრები უმუშევრები არიან.

ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკში: GE55BG0000000294612100

მიმღები დედა: ია კოხრეიძე. პირადი ნომერი 60001055881

მობილურის ნომერი 595 530 270


რეკომენდებული პროექტები: