პრეზიდენტი 16 წლის ბიჭის გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პრეზიდენტი 16 წლის ბიჭის გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო image

პრეზიდენტი 16 წლის ბიჭის გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩოხატაურში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება 16 წლის ვიტალი კილასონიას დასახმარებლად გაიმართა და შემოსული თანხა საზღვარგარეთ მის მკურნალობას მოხმარდება.

"მიხარია, რომ მონაწილე ვართ ამ ძალიან სწორი და კარგი ინიციატივის. ეს ინიციატივა ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის დახმარებასა და ფონდის შექმნას ემსახურება. ვფიქრობ, ამ მომენტში ჩვენ არა მარტო ვეხმარებით ადამიანს, არამედ, შესაძლოა, ვაკეთებთ კიდევ უფრო მეტს - სიკეთისა და ერთმანეთის გვერდში დგომის უხილავ ძაფებს ვაბამთ ერთმანეთთან. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ასეთი წამოწყების მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რეკომენდებული პროექტები: