"პოემუსი" წამლის ზე დოზირებით დაღუპულ მუსიკოსებს აცოცხლებს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"პოემუსი" წამლის ზე დოზირებით დაღუპულ მუსიკოსებს აცოცხლებს image

"პოემუსი" წამლის ზე დოზირებით დაღუპულ მუსიკოსებს აცოცხლებს

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ფესტივალი "პოემუსი" წელს საერთაშორისო გახდა. შარშან ის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე შემოსული თანხით დახმარებას უწევდა მზრუნველობა მოკლებულ, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. "პოემუსი" ქველმოქმედებას წელსაც განაგრძობს. ამჯერად ფესტივალში ქართველ არტისტებთან ერთად მსოფლიოს შვიდი ქვეყნის არტისტები იღებდნენ მონაწილეობას. იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, ბოსნიიდან 20 არტისტი ჩამოვიდა - მომღერლები, მსახიობები, მუსიკოსები... ღონისძიებებზე დასწრება, რომელიც ფესტივალის დამაარსებელს ბექა ელბაქიძესა და მსახიობ ნინო თარხან-მოურავს მიჰყავდათ, თავისუფალი იყო ან მოსაწვევებით ხორციელდებოდა.
ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მარჯანიშვილის თეატრში "პოემუსმა" სპექტაკლ-პერფორმანსი - "იყავი ნამდვილი" - წარმოადგინა. სპექტაკლი საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონის", "უნისეფის", ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა. იდეის, ტექსტის ინსცენირებისა და ადაპტაციის ავტორი ბექა ელბაქიძეა. სპექტაკლში სულ 60 ადამიანი მონაწილეობდა. ქართველი მსახიობებიდან მონაწილეობდნენ: გიორგი ყორღანაშვილი, თამთა შალამბერიძე, ელენე კალანდაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ლევან მასპინძელაშვილი; უცხოელებიდან ალესიო ბონდი, დიტის მერილი. 
ბექა ელბაქიძე: - 60-70-80-იანი წლების ცნობილი როკვარსკვლავების ცხოვრებაზე, რომლებიც ნარკოტიკების ზე დოზირებით დაიღუპნენ, რეალური მასალები ავიღე და სპექტაკლში მათი რეკონსტრუქცია ხდება. ეს არის ხმა საქართველოდან მსოფლიო ხალხებს - ნარკოტიკი კლავს. ნარკომანიის წინააღმდეგ ქართველი და უცხოელი მსახიობები ერთიანდებიან და სპექტაკლში აცოცხლებენ - კურტ კობეინის, ჯიმ მორისონის, ჯენის ჯოპლინის, ემი უაინჰაუსის, ჰიტ ლეჯერის, ჟან მიშელ ბასკიას, ჯია მარია კარანჟის, მია მარტინის ცხოვრებას.

რეკომენდებული პროექტები: