23 წლის სიმსივნით დაავადებული გოგონას ჯოჯოხეთი და სამოთხე - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

23 წლის სიმსივნით დაავადებული გოგონას ჯოჯოხეთი და სამოთხე image

23 წლის სიმსივნით დაავადებული გოგონას ჯოჯოხეთი და სამოთხე

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
გასულ აგვისტოს 23 წლის ნატა ტურაშვილის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ძუძუს კიბოთი ჯერ დედა გარდაეცვალა, შემდეგ დეიდა, ორი კვირის შემდეგ კი ექიმებმა მასაც ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს მკერდზე. დღეს ნატას ორივე მკერდი მოკვეთილი აქვს. ამის მიუხედავად იგი არ თვლის, რომ კიბო განაჩენია.

ნატა ტურაშვილი:

- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩემით დაინტერესდით. ჩვენს ოჯახში, 6 წლის წინ, მკერდის სიმსივნე პირველად დედას აღმოაჩნდა, რომელიც გასული წლის აგვისტოში გარდაიცვალა. დედის გარდაცვალებიდან ორ კვირაში მკერდში კვანძი მეც აღმოვაჩინე. მაშინვე ჩემს ბიძაშვილს, ანა მაზანიშვილს ვუთხარი, რომელიც "ევროპა დონა ჯორჯიას" პრეზიდენტი გახლავთ.ამ ორგანიზაციაში ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონები არიან გაწევრიანებულები. ექოსკოპია გადავიღე, რომლითაც დადგინდა რომ მკერდში კარცინომა ანუ ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა. ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის 6 კურსი დამენიშნა. დეიდაჩემიც სიმსივნეთია გარდაცვლილი და ამიტომ თადარიგი თავიდანვე დავიჭირეთ. სიმსივნე აგრესიული ფორმით მაქვს და ქიმიის გაკეთება პირველივე სტადიაზე ამიტომაც დავიწყე. შემდეგ უკვე ორივე მკერდი მომკვეთეს.

- ახლა თავს როგორ გრძნობ?

- ორივე მკერდის მოკვეთის პარალელურად ექსპანდერები ანუ დროებითი სილიკონი ჩამიდგეს. ქიმიოთერაპიის შემდეგ ორგანიზმი სუსტდება, ამიტომ დროებითი სილიკონი დამიჩირქდა და სისუსტესთან შებრძოლებას წამლებითაც ვერ ვახერხებდით. სილიკონები ისევ ამომაცალეს. ხვეული და გრძელი თმა მქონდა. პირველი ქიმიის გაკეთებიდან სამ კვირაში თმის, წამწამებისა და წარბების ცვენა დამეწყო.

- თავიდან მეგონა გადაპარსვაზე საშინელი რეაქცია მექნებოდა. სანამ მე გადავიპარსავდი თმას, ჩემმა 28 წლის ძმამ გადაიპარსა. უნდოდა ამ ვითარებას შევეჩვიე და ასე იმიტომ მოიქცა.

- ეს ყველაფერი ხომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული?

- საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი ძალიან მიდგას გვერდით და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ კიბო განაჩენი ნამვილად არ არის. ქიმიოთერაპია ახალი გაკეთებული მქონდა, როცა "ზენკა და მარის" საქველმოქმედო დეფილეზე გამოვედი.

- ქალბატონებს ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა ყოველთვის აკონტროლონ, მთავარია ექიმთან მისვლა არ დააგვიანონ.

რეკომენდებული პროექტები: