საქველმოქმედო ფესტივალი დევნილების მხარდასაჭერად - „ზ ხატი ნა კანატი“ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფესტივალი დევნილების მხარდასაჭერად - „ზ ხატი ნა კანატი“ image

საქველმოქმედო ფესტივალი დევნილების მხარდასაჭერად - „ზ ხატი ნა კანატი“

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

30 აგვისტოს ბათუმში ცნობილი ფესტივალი „ზ ხატი ნა კანატი“ ჩატარდება. ბოლო წლების განმავლობაში, ამ ღონისძიებას უკრაინაში დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი მართავს.

პროგრამის მიზანი კულტურული და ზნეობრივი ღირებულებების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. 

"დაუვიწყარი დასვენება, პოზიტივის ტალღა და არაჩვეულებრივი განწყობა ფესტივალის ყველა მონაწილისთვის გარანტირებულია. ამას გარდა, ფესტივალი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მსურველებმა საერთაშორისო საქველმოქმედო აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. შემოსული თანხა მთლიანად საქართველოში მცხოვრებ დევნილებს მოხმარდებათ. 

ყველას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს ველორბოლაში „მშვიდობისათვის“, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები თავიანთი ქვეყნის დროშებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ველორბოლის მიზანი მეგობრობის, სოლიდარობის და ურთიერთდახმარების მხარდაჭერაა. 

გახდით ჩვენი ფესტივალის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში კეთილი საქმეების კეთებას ემსახურება." - ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

რეკომენდებული პროექტები: