წყლის გადასხმის აქციამ საქართველოში მძიმედ დაავადებულებს 21 483 ლარი მოუტანა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

წყლის გადასხმის აქციამ საქართველოში მძიმედ დაავადებულებს 21 483 ლარი მოუტანა image

წყლის გადასხმის აქციამ საქართველოში მძიმედ დაავადებულებს 21 483 ლარი მოუტანა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
გამოწვევამ, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე მთელს თბილისს მოედო, საკმაოდ წარმატებით და ეფექტიანად იმოქმედა ქველმოქმედებაზე. საქველმოქმედო ფონდ wehelp.ge-ის დამფუძნებელი ბორის კიკნაძე: "მოცემული აქცია საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მოიმატა გადმორიცხული თანხების რაოდენობამ, მომხმარებლებისა და დარეგისტრირებული იუზერების რიცხვმა".

ბორისმა და მისმა მეგობრებმა ფონდი 2013 წლის შემოდგომას შექმნეს და მას შემდეგ იმ ადამიანების დახმარებას ცდილობენ, რომლებიც სიცოცხლის შენარჩუნებას და დაავადებასთან ბრძოლას საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ.

"სექტემბრიდან დღემდე ფონდის ძალისხმევით 5 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა, ოთხი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის, სამი კი მკურნალობის სტადიაშია. ჩვენი საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ საკუთარი ხარჯებით, ყოველგვარი ბიუჯეტის გარეშე დავიწყეთ ეს ყველაფერი" - განაცხადა კიკნაძემ.

რეკომენდებული პროექტები: