თსსუ-ში საქველმოქმედო საერთაშორისო პროექტი “Teddy Bear Hospital” გაიმართა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თსსუ-ში საქველმოქმედო საერთაშორისო პროექტი “Teddy Bear Hospital” გაიმართა image

თსსუ-ში საქველმოქმედო საერთაშორისო პროექტი “Teddy Bear Hospital” გაიმართა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში ექიმის, ე.წ. „თეთრი ხალათის“ (რომელიც ექიმთან ასოცირდება ბავშვის ფსიქიკაში) და წამლის მიმართ ფობიის დაძლევას.

„თეთრი ხალათის“ აქციაში მონაწილეობა საოჯახო საცხოვრებელი „კარიტასის“ და გლდანის მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მიიღეს. ბავშვებს კონსულტაცია  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებმა გაუწიეს. პროექტის ფარგლებში, ფობიის დაძლევასთან ერთად  სხვა სახის კონსულტაციები ჩატარდა, მათ შორის სტომატოლოგური კონსულტაცია.

სამედიცინო გასინჯვის შემდეგ, ბავშვებს თავიანთი პროდუქციით პროექტის მხარდამჭერი კომპანიები „ბარამბო“, „ეკო ფუდი“ და „ავერსი“ გაუმასპინძლდნენ.

პატარა პაციენტების გართობაზე იზრუნეს ბავშვთა გასართობ ცენტრ „ნევერ ლენდ“–ის ანიმატორებმა. ბავშვებმა ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტში არსებული მუზეუმი, გიდობა კი მათ სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტებმა და  კურსადმთავრებულებმა გაუწიეს.

პროექტის ფარგლებში, უნვერსიტეტში არსებულ სააქტო დარბაზში ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის კონცერტი ჩატარდა.

დასკვნით ნაწილში კი ბავშვებს საჩუქრად „ახალგაზრდა ადვოკატების“, პლასტიკური, ესთეტიკური და დერმატოკოსმეტოლოგის კლინიკა „ტოტალ შარმის“ მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.

პროექტის მედია მხარდამჭერას  ინტერნეტ გამოცემა News.ge და newpost.ge უზრუნველყოფდნენ.

რეკომენდებული პროექტები: