რუსკა მაყაშვილის საიდუმლო საქმიანობა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რუსკა მაყაშვილის საიდუმლო საქმიანობა image

რუსკა მაყაშვილის საიდუმლო საქმიანობა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
მსახიობ რუსკა მაყაშვილის სახელი ბევ პროექტს უკავშირდება, თუმცა თითქმის არავინ იცის, რომ მისი სახელობის საბავშვო სტუდიაც  არსებობს, თანაც საქველმოქმედო. რუსკა იქ რიტმიკასა და პლასტიკას ასწავლის. დამფუძნებელი კი რუსკას დედა, მსახიობი თამარ მაყაშვილი გახლავთ.

„მე ეს იდეა დამებადა, როდესაც დავინახე, რომ ბავშვებში მიმდინარეობს არასწორი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ძალიან მინდა, რომ სწორად აღიზარდოს მომავალი თაობა და სწორად აღიქვას მოვლენები, სწორად გაიგოს თეატრი და ხელოვნება. ადამიანების სოციალურ ფენებად დაყოფას ვერასდროს ვიტანდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლებიდან გამომდინარე, შემიძლია საკუთარი თავი ელიტარულ ოჯახს მივაკუთვნო, ხაზს ამას არასდროს ვუსვამდი, რადგან თავიდანვე უბრალოდ გვზრდიდნენ. მე წამოვიკიდე ეს სტუდია, იმიტომ, რომ 10 ბავშვიდან თუნდაც 5 რომ გაიზარდოს ხელოვნებისა და თეატრის სწორად აღმქმელად, ბედნიერი ვიქნები. ეს არ გამიკეთებია იმისთვის, რომ შემოსავლის წყარო მქონოდა. ჩვენთან სწავლა 50 ლარი ღირს, მაგრამ გვაქვს შეღავათები, დედმამიშვილები 80 ლარს იხდიან, თუ ერთი ოჯახიდან სამი ბავშვი დადის, მაშინ 100 ლარია ღირებულება. თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს საერთოდ არაფერს ვახდევინებთ და უსახსრობის გამო კარს არ ვუხურავთ. ეს გადასახადიც იმიტომ გვაქვს, რომ იჯარა დავფაროთ, სხვა ყველაფერი ენთუზიაზმზეა დაფუძნებული.“ - ნათქვამია მსახიობის განცხადებაში.

რეკომენდებული პროექტები: