შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების მხარდასაჭერად იოგას ცენტრი „ანანდა“-ს ორგანიზებით სპორტკომპლექს „არენაში“პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართა.
აქციის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეალურად დაანახოს საზოგადობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების ინტეგრაცია თანატოლებთან და რა როლი ენიჭება ამაში ფიზიკურ აქტივობას.
მარათონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებმა გახსნეს, რომლებმაც თანატოლებთან ერთად ივარჯიშეს. ღონისძიების დანარჩენი მონაწილეები კი იოგის პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად 108 მზის მისალმება შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული მარათონელები განსაკუთრებული პრიზებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.