ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის წოდება მიენიჭა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის წოდება მიენიჭა image

ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის წოდება მიენიჭა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
UNESCO-ს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას გადაწყვეტილებით, ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ წოდება მიენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც UNESCO-ს წოდება საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ენიჭება.

„UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის“ არიან კულტურის დარგში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან, გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ძირითადად ესენი არიან გამოჩენილი ადამიანები, რომლებმაც თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს „UNESCO-ს“ კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში.

ელისო ბოლქვაძისთვის ამ მაღალი სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა არა მარტო მისი პროფესიონალიზმი, არამედ წლების განმავლობაში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა ფონდ „ლირას“ მეშვეობით.

დღეისათვის „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ სტატუსს ატარებს მსოფლიოს 54 ხელოვანი. მათ შორის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორიცაა ხოაკინ კორტესი, სელინ დიონი, ვლადიმირ სპივაკოვი, დანილო პერესი, მარკუს მილერი და სხვა.

რეკომენდებული პროექტები: