შს მინისტრის ინიციატივით და საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელშეწყობით, უწყება ეხმარება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. საქველმოქმედო ღონისძიებაში სამინისტროს ყველა თანამშრომელია ჩართული. მათ მიერ შეწირული თანხებით შს სამინისტრო სურსათით 500-მდე ოჯახს მოამარაგებს.
სამინისტროს თანამშრომლები აქციის ფარგლებში დუშეთის რაიონს ეწვივნენ და იქ მობინადრე 101 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. აქცია მიზნად ისახავს ზამთრის პერიოდში მთაში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახების რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს მოიცავს.