ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მერიის მიუსაფართა თავშესაფარში 10 დღეში სამი ადამიანი გარდაიცვალა

ქველმოქმედება საქართველოში
წლის წინ
უსახლკაროთა თავშესაფარში, რომელიც მოსკოვის გამზირზე მდებარეობს, 2 დეკემბერს 70 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა.

თავშესაფრის მობინადრე სასწრაფო დახმარების ავტომობილით ინგოროყვას კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა საავადყოფოდან მალევე გაწერეს.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან საუბრისას ექიმმა, რომელიც კარავში მორიგეობდა თქვა, რომ პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხა.

ათი დღის განმავლობაში თავშესაფარს კიდევ ორი ბენეფიციარი გამოაკლდა. აქ სიკვდილიანობის მიზეზი, მეტწილად, ქრონიკული დაავადებებია, თუმცა კარვების დასახლებაში ავადმყოფობების გარდა ცივი ზამთრისაც ეშინიათ, რადგან წვიმის დროს კარვებში წყალი ხვდება.

მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრებლების თქმით, დაავადებებს ხშირად ანტისანიტარიაც იწვევს. ჯერჯერობით უცნობია გაუმჯობესდება თუ არა საცხოვრებელი პირობები ბენეფიციარებისთვის. მერიის ინფორმაციით, უსახლკაროებისათვის კაპიტალური შენობის აგება 15 თვეშია დაგეგმილი.

რეკომენდებული პროექტები: