ქართული ესტრადის მომღერლები ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქართული ესტრადის მომღერლები ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ image

ქართული ესტრადის მომღერლები ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
კლუბ "ტრიუმფში" 20 დეკემბერს ნიკას მეგობრებმა მის გადასარჩენად აქცია-კონცერტი ჩაატარეს. საქველმოქმედო ღონისძიებაზე ბილეთის ღირებულება 15 ლარს შეადგენდა. კონცერტი სოციალური ქსელით დახმარებით დაიგეგმა. Facebook-ში ფუნქციონირებს გვერდი სახელწოდებით "ერთად გადავარჩინოთ ნიკუშას სიცოცხლე".

გთავაზობთ მუსიკოსებისა და მომღერლების სიას, რომლებმაც 20 დეკემბერს ნიკუშას გადასარჩენად გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა: ზუკა ხუციშვილი, დავით ლომიძე, უჩის ბიჭები, ნინი ქარსელაძე, ბაკურ ბურდული, ბექა ჩხაიძე, კვარტეტი ალილო, ლიზა ყენია, ქუჩის მუსიკოსები, ლაშა ღლონტი, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თიკა ჯამბურია, მაკო კვიტაიშვილი, ანი კეკუა, ფორტე, კაბუ, ეთო გავაშელიშვილი, მარიკო ლეჟავა, ანრი ჯოხაძე, მიშკა მგალობლიშვილი, სალომე ბაკურაძე, ნინი წიკლაური, ოთო ნემსაძე, თემო საჯაია, ლელა წურწუმია, ნათია დუმბაძე, ცისანა სეფიაშვილი, ნინი ბადურაშვილი, თიკა მახალდიანი, მაიკო კაჭკაჭიშვილი და ქეთი კვიცარიძე.

24 წლის მეგობრებისაგან განწირული ნიკუშას შესახებ ცნობილი გასული წლის ივლისში გახდა. მეგობარმა მას კიკეთში ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ამ დროს გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი დაუყოვნებლივ თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ, რის წყალობითაც დაჭრილისათვის პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა მოხერხდა. ექიმების თქმით, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკას გადარჩენა ვერც მოხერხებულიყო.

რეკომენდებული პროექტები: