ქუთაისელი ბავშვი გერმანული ოჯახის ქველმოქმედებამ გადაარჩინა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქუთაისელი ბავშვი გერმანული ოჯახის ქველმოქმედებამ გადაარჩინა image

ქუთაისელი ბავშვი გერმანული ოჯახის ქველმოქმედებამ გადაარჩინა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
ქუთაისიდან გერმანიაში ჩასულ ბიჭს, რომელიც მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობდა, საშინელი დაავადება აღმოაჩნდა. როგორც თავად ჯონი ალკადი იხსენებს, გადაფრენიდან 3 კვირის შემდეგ იგი ფეხის ტკივილმა შეაწუხა.

"ფეხის ტკივილი დამეწყო. რაღაც გამომივიდა და მაშინვე ჩემს მასპინძელი ოჯახის წევრებს მივმართე. მათ ჰამბურგის კლინიკაში მომათავსეს, სადაც ექიმებმა ოპერაცია გამიკეთეს. 7-თვიანი ინტენსიური მკურნალობის კურსის შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ". - მოგვითხრობს 17 წლის ჯონი ალკადი.

ჯონის მკურნალობისათვის საჭირო თანხა მასპინძელმა თეობალდების ოჯახმა საქველმოქმედო ღონისძიებების საშუალებით მოაგროვა. ოპერაციისა და რეაბილიტაციის საერთო თანხამ 170 ათასი ევრო შეადგინა. 

"ძალიან რთული დაავადება იყო, მაგრამ ჩვენ იმედი არ დაგვიკარგავს. ტელევიზიითა და გაზეთებით აქციის ოფიციალურად გამოცხადებამდე თანხის შეგროვება საახლობლო წრეში დავიწყეთ. ახლა საქართველოში მის სანახავად ჩამოვედით, გვაინტერესებს როგორ არის და სად ცხოვრობს ჩვენი პატარა სტუმარი". - აღნიშნა საბრინა თეობალდმა.

რეკომენდებული პროექტები: