„იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი გახდა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი გახდა image

„იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი გახდა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
ანჯელინა ჯოლი, შირლი ბეისი, სელინ დიონი, პლასიდო დომინგო მარკუს მილერი და მსოფლიოში განთქმული სხვა არტისტები უკვე გახდნენ ამ საპატიო წოდების მფლობელები.  სულ ცოტა ხნის წინ მათ რიგებს ელისო ბოლოქვაძე, მთელს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი  შეემატა.

ირინა ბოკოვმა, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, სახელგანთქმულ ქართველ პიანისტს და საზოგადო მოღვაწეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის” წოდება მიანიჭა.

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ღონისძიებები და შემოქმედება უკვე რამდენი წელია საერთაშორისო მასშტაბითაა აღიარებული. ქართველი მუსიკოსის ქველმოქმედება ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების გამოვლენასა და დახმარებას ემსახურება.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტთაგანი ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაა, რომელიც ხელს უწყობს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიაზაციას. ფესტივალი ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს, რაც მათი პროფესიული კარიარის დაწყებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

როგორც “იუნესკოს მშვიდობის არტისტი”, ელისო ბოლქვაძე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებებს გეგმავს. მათი ძირითადი მიმართულება მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობა გახდება.

პარიზში 22 იანვარს ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

რეკომენდებული პროექტები: