საპატრულო პოლიციის საქველმოქმედო აქცია იმერეთში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საპატრულო პოლიციის საქველმოქმედო აქცია იმერეთში image

საპატრულო პოლიციის საქველმოქმედო აქცია იმერეთში

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა საჩუქრებით ქუთაისში მცხოვრები ორი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და ხანდაზმულთა პანსიონატსაც ესტუმრნენ. ამდაგვარად, საპატრულო პოლიციამ გააგრძელა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით წამოწყებულ საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობა.

თამაზ მინდიაშვილის ხუთშვილიან ოჯახს სამართალდამცველებმა საყ ფაცხოვრებო დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის მაცივარი, სარეცხი მანქანა, ელექტროჩაიდანი, ლეპტოპი, ტკბილეული და ასევე საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მეორე ვიზიტი მამუკა ცომაიას ოთხშვილიან ოჯახში განხორციელეს. მათ მასპინძლებს მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები უსაჩუქრეს.

იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში,  ასევე მოინახულეს ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები 90 მოხუცი და მათ ხორცსაკეპი მანქანა, პლაზმური ტელევიზორი და ტკბილეული მიუტანეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს ქვეყნის მასშატაბით საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ბავშვთა სახლების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოხუცებულების დასახმარებლად.

რეკომენდებული პროექტები: