საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს საჩუქარი გადასცა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს საჩუქარი გადასცა image

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს საჩუქარი გადასცა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
კონფლიქტის ზონაში ოკუპირებული ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პატარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საბავშვო ბაღისათვის სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები გადაეცათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჩუქრები ბავშვებისთვის ნიუ იორკში ქართულმა დიასპორამ საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით შეაგროვა.

"საბავშვო ბაღისათვის განკუთვნილი სათამაშოები ოკუპირებული ხაზის მიმდებარე სოფელ მერეთის საბავშვო ბაღს გადაეცა. მერეთის საბავშო ბაღს 35 აღსაზრდელი ჰყავს, რომლებიც ბაღში მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლიდან: მერეთი, კოშკი, გუგუთიანთკარი, ზარდიანთკარი და არბოდან  დადიან. საჩუქრები ბაღში საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაიტანეს. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში მცხოვრები ბავშვების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს. უწყების ინიციატივით ბოლო ორი წლის განმალობაში ბავშვებისთვის თბილისში არა ერთი ღონისძიება მოეწყო, მათ შორის, სამინისტრომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო ზეიმზე უმასპინძლა. სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანაში  ქართული დიასპორების დახმარებით, მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციას უახლოეს მომავალში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სხვა სოფლებშიც განახორციელებს",-აცხადებენ საგარეო უწყებაში.

რეკომენდებული პროექტები: