ანუკი არეშიძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანუკი არეშიძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება image

ანუკი არეშიძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
ერთობლივი პროექტის ფარგლებში „კვირა" და  ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე  დიდ დიღომში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ. ანუკი ტატალაშვილებს ეწვია და ოჯახის წევრებს საჩუქრები გადასცა.

დიდ დიღომში მცხოვრები გიული სამადაშვილისა და ივანე ტატალაშვილის  ოჯახი სოციალურად დაუცველია და შესაბამისი სტატუსიც აქვს. მრავალშვილიან ოჯახში 5 არასრულწლოვანი პატარა იზრდება, მათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის გათვალისწინებული დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მეუღლეები უმუშევრები არიან.

ოჯახს იმედი აქვს, რომ ოპერაციას, რომელიც ივანე ტატალაშვილს ესაჭიროება სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა მკურნალობისათვის დამატებითი თანხის შოვნაა აუცილებელი, რადგან აუცილებელი ახალი გამოკვლევებისა და საოპერაციო ნარკოზის გაკეთების დაფარვას სახელმწიფო დაფინანსება არ ითვალისწინებს.

ანუკიმ ტატალაშვილების ოჯახს საჩუქრად ტკბილეულობა, დათბილული ქურთუკები, პროდუქტები მიუტანა და ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადიც გადაუხადა.

„მსგავსი ტიპის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ყველას ახარებს ყურადღება და მით უმეტეს, როდესაც ეს ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში, არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ასეთი ოჯახი და ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ჩვენ მათ სამსახურით დავემხარებით, რომ საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ და პიროვნულად გაიზარდონ",  - განაცხადა ანუკი არეშიძემ.

რეკომენდებული პროექტები: