ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის პატრულის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის პატრულის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს image

ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის პატრულის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-4 ასეულის პატრულ-ინსპექტრორებმა კვლავ მიიღეს მონაწილეობა აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ და ლეიკემიით დაავადებული პატარების დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე წელია მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს და უწყებასათან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გარდა წინასწარ დაგეგმილი აქციებისა, საჭიროების შემთხვევაში კრიტიკულ სიტუაციებში, შეტყობინებისთანავე აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად.

აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

რეკომენდებული პროექტები: