750-მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

750-მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა image

750-მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით დევნილებისთვის მორიგი სქველმოქმედო აქცია გაიმართა. აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოძრაობის, "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში, 750-მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმოამდგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დაესწრნენ.

აქციაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და კერძო პირები. განსხვავებით წინა აქციისგან აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თითოეული თანამშრომელი აქტიურად ჩაერთო სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში და ნობათების შეძენის პროცესის ორგანიზებაში წვლილი შეიტანა.

"აქციის ფარგლებში შემოსული პროდუქტები დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და სხვა პირებს", _ აცხადებენ აფხაზეთის მთავრობაში.

მათივე განცხადებით, დევნილებს სააღდგომო ნობათი ხვალაც დაურიგდებათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქტიური ჩართულობისათვის ყველა ორგანიზაციას, ინდივიდუალურ მონაწილეს, აფხაზეთის მთავრობის წევრებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კომპანიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის სერთიფიკატები გადასცა.

"მორიგი საქველმოქმედო აქციის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში. დევნილებისთვის სააღდგომო ნობათები საქართველოს რეგიონებშიც დარიგდება", _ აცხადებენ აფხაზეთის მთავრობაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის "სოლიდარობის ფონდმა" და მოძრაობამ "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" დევნილი მოსახლეობისათვის პირველი მასშტაბური აქცია საახალწლოდ გამართა. აქციის ფარგლებში 700-მდე დევნილმა ოჯახმა წინასაახალწლოდ საშობაო ნობათი მიიღო.

რეკომენდებული პროექტები: