შსს-ს თანამშრომლებმა მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახი პროდუქტებით მოამარაგეს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შსს-ს თანამშრომლებმა მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახი პროდუქტებით მოამარაგეს image

შსს-ს თანამშრომლებმა მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახი პროდუქტებით მოამარაგეს

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქველმოქმედო აქციას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ხონში მცხოვრები მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს. შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად შეჭირვებულ 2000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას მომავალშიც განაგძობს.

რეკომენდებული პროექტები: