თბილისში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი "ერთად სიცოცხლის სადარაჯოზე" - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თბილისში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი "ერთად სიცოცხლის სადარაჯოზე" image

თბილისში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი "ერთად სიცოცხლის სადარაჯოზე"

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
Rooms Hotel Tbilisi-ის ბაღში, 21 მაისს საქველმოქმედო კონცერტი "ერთად სიცოცხლის სადარაჯოზე" Be the life Keeper, გაიმართა. Rooms Hotel Tbilisi-ის ბაღში, თბილისის მერიის თანადგომით სპეციალურად ამ საღამოსთვის დამონტაჟდა სცენა და ამფითეატრი. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა და ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა დავით ალადაშვილმა. მეორე განყოფილებაში საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი და ცნობილი მუსიკოსები გიორგი ცაგარელი (ალტი), გიორგი თათულაშვილი (საყვირი), დავით შამანაური (საყვირი), ვადიმ შიშკინი (დასარტყამი), დუგლას ტონია (კონტრაბასი).

"ჩვენი საქველმოქმედო აქცია ეძღვნება ქალბატონებს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, ესენი არიან ძუძუს კიბოს პაციენტები. მათ ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებათ და მთელი საზოგადოების თანადგომა. არავინ იცის წინ რა განსაცდელი ელოდება, ასეთი ძლიერი ქალბატონების გვერდით დგომა მათი განსაცდელის გაზიარებაა. ძლიერები კი არიან იმიტომ, რომ სიცოცხლის დიდი სურვილი აქვთ, უნდათ რომ რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ თავიანთი შვილების გვერდით. მე მინდა გიამბოთ ერთი ქალბატონის ისტორია, ის მუშაობს სილამაზის სალონში და ერთ დღესაც სრულიად მოულოდნელად მწვავე დიაგნოზის პირისპირ აღმოჩნდა. როგორ არ უნდა მოვიხაროთ ქედი ამ ქალბატონის წინაშე, მას მაია ჰქვია, მას არ დაუკარგავს იმედი, ოპერაციიდან მესამე დღეს უკვე სამსახურში იყო, რადგან მარტოხელა დედაა, ზრდის შვილს და თავის თავს არ მისცა სასოწარკვეთის უფლება", - განაცხადა ანიტა რაჭველიშვილმა.  საქართველოში ყოველწლიურად, მკერდის კიბოს 1200-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ამ სენისგან წელიწადში 800-ზე მეტი ქალბატონი იღუპება.

რეკომენდებული პროექტები: