თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მთელი ერი გაერთიანდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ.
21 ივნისს, ლონდონში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა 13 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად კონცერტს გამართავს.
საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ქეთი მელუას საქველმოქმედო კონცერტი ლონდონში შედგება.
26 ივნისს კი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც ქეთი მელუა თავის ბრიტანელ მეგობრებთან ერთად სახსრების მოძიების მიზნით გაყიდიან სხვადასხვა სუვინირსა და ძვირფასეულობას.