საქველმოქმედო აქცია შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ბათუმში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო აქცია შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ბათუმში image

საქველმოქმედო აქცია შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ბათუმში

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
გუშინ, 27 ივლისს ქალაქ ბათუმში სასტუმრო “ინტურისტებში” პროექტ ,,სოციალური ინკლუზიის პოპულარიზაციის” ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, კონცერტში ცნობილი შემსრულებლები და ასევე სტუდია ათინათის პატარა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ„ანრის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია-დისკუსია თემაზე სოციალური ინკლუზიის პოპულარიზაცია კერძო სექტორში, კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი რუსუდან გვაზავა და ქართველი ჟურნალისტები, ასევე ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა წარმოადგინეს მოხსენება ამავე თემაზე.

სულ პროექტში ჩართული იყო ბათუმის 30 ორგანიზაცია. კონფერენციას ასევე სტუმრობდნენ ინკლუზიური მიმართულების სპეციალისტები ლიტვიდან.

პროექტის ორგანიზატორია ორგანიზაცია „ქართული განათლება პლიუსი“და ჟურნალი „პერსონა“ ტექნიკური დახმარება კი უზუნველყვეს სამშენებლო კომპანიამ “Best Building Group”.

შშმ პირებისთვის პროექტის ფარგლებში უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება „ჯი სმაილ“-ში და „დენტალ ლუქს“-ში.

პროექტის მასპინძელი გახლდათ სასტუმრო „ინტურისტ პალასი“ კონფერენციის მასპინძელი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი “ანრი”.

რეკომენდებული პროექტები: