„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ საქველმოქმედო აქციას მართავს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ საქველმოქმედო აქციას მართავს image

„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ საქველმოქმედო აქციას მართავს

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" საქველმოქმედო აქცია გამართა. ისინი ეწვივნენ დაბა ლენტეხის შშმ პირებს ეტლების დასარიგებლად და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარების გადასაცემად.

11 სტანდარტული და 5 აქტიური ეტლის მსურველ ბენეფიციარებს ასოციაციის წევრები ოჯახებში ლენტეხის რაიონის სხვადასხვა სოფლებში ესტუმრნენ (ნანარი, წანაში, შკედი, რეხმელური, მაზაში, ლესემა). შორეული სოფლების მკვიდრი ბენეფიციარების ეტლები გადაეცათ რწმუნებულებს და საკრებულოების დეპუტატებს.

ამას გარდა, 7 სოციალურად დაუცველ ოჯახს (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) ასოციაციის თანამშრომლებმა გადასცეს ტანისამოსი და საკვები პროდუქტები. მათ შორის იყვნენ მრავლშვილიანი ოჯახები (4, 5, 8 შვილიანი, ბავშვების უმეტესობა დაავადებული - დაუნის სინდრომი, დიაბეტი, ბცდ, უსინათლო).

სექტემბერში დაიგეგმა რაიონში ექიმთა ბრიგადის ჩაყვანა მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოსაკვლევად. გაჭირვებულებს ასევე დაურიგდებათ მედიკამენტები.

რეკომენდებული პროექტები: