ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯარისკაცების ქველმოქმედება

ქველმოქმედება საქართველოში
წლის წინ

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სოფელს ესტუმრნენ. სამხედროებმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისისა“ და ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ბინადრებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და სხვადასხვა სახის კვების პროდუქტი გადასცეს.

მოხუცები და ბავშვები ჯარისკაცებთან შეხვედრით და საუბრით კმაყოფილები დარჩნენ. ასაკოვნებმა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს, ბავშვები კი ჯარისკაცების ცხოვრებით დაინტერესდნენ და სამხედრო ნაწილებში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა მასპინძლებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პროფესია - ჯარისკაცი სოციალურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ქველმოქმედება სამხედროებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებისთვის არა მარტო მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, არამედ, მათი მორალური მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია.

რეკომენდებული პროექტები: