მუსიკოსები 13 წლის გიორგი ჩალისურის დასახმარებლად! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მუსიკოსები 13 წლის გიორგი ჩალისურის დასახმარებლად! image

მუსიკოსები 13 წლის გიორგი ჩალისურის დასახმარებლად!

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“, ქუჩის მუსიკოსებთან და ზურა ხაჩიძესთან ერთად, გიორგი ჩალისურის დასახმარებლად „ელ ცენტროში“ მორიგი, რიგით მე-5 საქველმოქმედო აქცია გამართა. აქციას შეუერთდნენ: გიო ყიფშიძე, რობი კუხიანიძე, “ჭინკა”, გიორგი ცაავა, გელა დონაძე, რომლებმაც სიმღერები შეასრულეს და პატარა გიორგისადმი თანადგომა გამოხატეს.

კასპში მცხოვრებ 13 წლის გიორგი ჩალისურს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელია, ოპერაცია ორჯერ ჩაუტარდა და იმისათვის, რომ მან ფეხზე დადგომა შეძლოს, მასაჟის ძვირად ღირებული კურსი სჭირდება. გიორგი დაავადებულია ცერებრალური დამბლით, ასევე, მოზარდს აღენიშნება გაურესებული მხედველობა და, შესაბამისად, უჭირს სასკოლო მასალის მომზადებაც. კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება გიორგის ოჯახის ანგარიშზე.

ერთიანი ძალისხმევით უფრო მეტი ადამიანის გადარჩენას შევძლებთ!

რეკომენდებული პროექტები: